ხვალ თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ხვალ თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
17:12 15.11.2012
ხვალ თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ქვესადგურ „ზაჰესი-35“-ზე სარემონტო სამუშაოების გამო ხვალ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს შეზღუდვა შეეხება ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ხვალვე სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს მთაწმინდის რაიონის ნაწილიც. კერძოდ შეზღუდვა შეეხება ფურცელაძის, ფხოვის, თაბუკაშვილისა და ხაზინის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქვესადგურ „კიკეთში“ სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგია დიდგორის რაიონის ნაწილსსაც შეეზღუდება.


ბეჭდვა