11 აფთიაქი ფსიქოტროპულ პრეპარატებს ურეცეპტოდ ყიდდა
11 აფთიაქი ფსიქოტროპულ პრეპარატებს ურეცეპტოდ ყიდდა
12:54 07.03.2012
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპული პრეპარატების ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

სააგენტოს ინფორმაციით, კანონდარღვევა 11 აფთიაქში დაფიქსირდა. მათგან ერთ-ერთს, ავტორიზებული აფთიაქის მოწმობა გაუუქმდა, რაც მას ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის უფლებას აძლევდა.

10 აფთიაქს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 3 000 ლარია, მეორე შემთხვევაზე თანხა ორმაგდება, მესამედ კი, აფთიაქს დაჯარიმების გარდა, ლიცენზიაც შეუჩერდება.




ბეჭდვა