საქართველოს განვითარების კველევითი ინსტიტუტის საბჭოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკაში მიდის.
დღეს მან საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.
"სამწუხაროდ, უკვე მივედი იმ ზღვარზე, როდესაც პოლიტიკური მიზნები და ამოცანები გამიჩნდა. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული უსამართლობაა და მე ვერ ვახერხებდი ნეიტრალური ვყოფილიყავი. ვტოვებ, როგორც თავმჯდომარის პოსტს, ისე მთლიანად საბჭოს, რადგან ინსტიტუტის შინაგანაწესი იმის საშუალებას არ იძლეოდა, რომ პოლიტიკური აქცენტები გაგვეკეთებინა"- განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის განცხადებით, მას ჯერ-ჯერობით პასუხი არ აქვს თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ითანამშრომლებს.
"მაქვს ჩემი სიმპატიები, თუმცა, დაფიქრება მჭირდება, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური ცენტრი შევქმნა,"- აღნიშნა ხუხაშვილმა.
