ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში საჯარო დისკუსია თემაზე „საქართველოს მომავლის პოლიტიკა წარსულსა და მომავალს შორის“ გაიმართა.
დისკუსიაში მედიისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლეთან ერთად მონაწილეობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამაც მიიღო. მისი თქმით, კულტურის სფეროსთან დაკავშირებული ყველა პრობლემური საკითხი ღრმა შესწავლასა და კულტურის პოლიტიკის შემუშავებაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას საჭიროებს.
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით იგეგმება პირველი სამუშაო შეხვედრა,რომელსაც კულტურის სამინისტრო უახლოეს დღეებში გამართავს.
