საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს, უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი მოაწერეს.
იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ეროვნული არქივის შესახებ თსუ-სა და მისი სტუდენტების ინფორმირების პროცესისა და საშუალებების ეფექტიანობის გაზრდა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და ინსტიტუციური მიზნების მიღწევის ხელშეწყობა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ეროვნულ არქივსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულია მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც უკვე მემორანდუმით გამყარდა.
პირველ ეტაპზე თსუ-ს ორგანიზებით შეიქმნება მკვლევარ სტუდენტთა ჯგუფები, რომლებიც ეროვნულ საარქივო ფინდში დაცულ სამართლებრივ
დოკუმენტებზე იმუშავებენ და მოამზადებენ სამეცნიერო პუბლიკაციებს.
