„თელასის“ ყოფილმა თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს
„თელასის“ ყოფილმა თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს
13:54 14.11.2012
კომპანია „თელასის“ სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო.

აქციის მონაწილეები კომპანიის ხელმძღვანელობისაგან, თვენახევრის წინ „თელასიდან“ გათავისუფლებული 125 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ „თელასის“ ხელმძღვანელობა მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაპირდა, თუმცა დანაპირები ამ დრომდე არ შესრულებულა.

„თელასის“ პრესსამსახურის ცნობით, „თელასის“ გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი ამჟამად მოსკოვში („ინტერ რაო ეეს“–ში) გეგმიური მივლინებით იმყოფება.

აქციის მონაწილეები ამ დრომდე „თელასის“ სათაო ოფისთან რჩებიან და მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ.
მათ ოფისის წინ კარავიც გაშალეს.


ბეჭდვა