ქართველი მოჭადრაკეები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდში გავიდნენ
ქართველი მოჭადრაკეები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდში გავიდნენ
13:26 14.11.2012
რუსეთის ქალაქ ხანტი მატიისკში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ჩემპიონატზე ორმა ქართველმა მოჭადრაკემ ნინო ხურციძემ და ლელა ჯავახშვილმა პირველი წინაღობა დასძლიეს და ტურნირის მეორე ეტაპზე,1/16 ფინალში გავიდნენ.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით ნინო ხურციძემ მოწინააღმდეგეს ორი კლასიკური პარტიის ჯამში აჯობა.

ლელა ჯავახიშვილმა კი რუს ანასტასია ბოდნარიუკთან დამატებით ორი 25-წუთიან პარტიაშიც ფრე დააფიქსირა, მასთან პაექრობის მესამე ეტაპზე ორი 10-წუთიანი პარტია ითამაშა, რომელთაგან პირველში თეთრი ფიგურებით მეტოქეს ყაიმზე შეუთანხმდა, შემდეგ კი შავი ფიგურებთ აჯობა.

სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ეტაპის შეხვედრები 14-15 ნოემბერს გაიმართება.

ბეჭდვა