სამხრეთ რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერი პროგრამა იწყება
სამხრეთ რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერი პროგრამა იწყება
11:59 14.11.2012
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და დანიის სამეზობლო პროგრამა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად საქართველოს სამხრეთ რეგიონებში სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერ პროგრამას იწყებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დანიისა და შვეიცარიის მთავრობების ძალისხმევით, დანიის სამეზობლო პროგრამის და SDC-ს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის განცხადებით, საქართველოს სამხრეთ რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერი 4 წლიანი პროგრამის ბიუჯეტი 11 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

„პროექტი ხელს შეუწყობს კარტოფილისა და რძის პროდუქტების წარმოებაში ჩართული ფერმერების, მეწარმეების და მომსახურების მიმწოდებელთა შესაძლებლობების გაძლიერებას, მათი პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“ - აღნიშნა მინისტრმა.

ბეჭდვა