თსუ-სა და ეროვნულ არქივს შორის მემორანდუმი გაფორმდება
თსუ-სა და ეროვნულ არქივს შორის მემორანდუმი გაფორმდება
11:07 14.11.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

როგორც „ნიუსპრესს“ უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანი ეროვნული არქივის საქმიანობის შესახებ თსუ-ს სტუდენტების ინფორმირება, მხარეთა მიერ ერთობლივი პროექტების მომზადება-განხორციელება და ინსტიტუციური მიზნების მიღწევის ხელშეწყობაა.

მემორანდუმის გაფორმება დღეს 13 საათზე მოხდება.

ბეჭდვა