სარემონტო სამუსაოების გამო, დღეს 10 საათიდან 16 საათამდე, ისნის და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასდიან" აცნობეს, შეზღუდბა შეეხება ვარკეთილის მასივის X კვარტლის, მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის, თრიალეთის, ედისის, ქაიროს, გაბაშვილის, კალოუბნის და შუამთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგია ეტაპობრივად აღუდგება.
