საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 6 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ოკუპაციის მუზეუმის გაუქმებას გამოკითხვაში მონაწილეთა 46,4 პროცენტი უჭერს მხარს.
კითხვაზე „უნდა გაუქმდეს თუ არა საქართველოში ოკუპაციის მუზეუმი“, გამოკითხულთა 46,4 პროცენტმა დადებითად, 39,3 პროცენტმა კი უარყოფითად უპასუხა.
ამასთან, მუზეუმის გაუქმებასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 14,3 პროცენტს გაუჭირდა.
