ორი მოზარდი ბოტულიზმით დაავადდა
ორი მოზარდი ბოტულიზმით დაავადდა
11:55 07.03.2012
საქართველოში ბოტულიზმის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "ნიუსპრესს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, ბოტულიზმით დაავადებული პაციენტების მდგომარეობა მძიმეა.

მედიკოსების განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში, აღნიშნული დიაგნოზით, 14 და 18 წლის პაციენტები ბოლნისიდან და ლაგოდეხიდან გადაიყვანეს.

პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან , სადაც მათ შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებათ.



ბეჭდვა