საქსტატში შვედეთის სტატისტიკის მისია იმყოფება
საქსტატში შვედეთის სტატისტიკის მისია იმყოფება
11:08 13.11.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქსტატის ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოში შვედეთის სტატისტიკის სამუშაო მისია იმყოფება.

როგორც „ნიუსპრესს“ საქსტატის პრესსამსახურიდან აცნობეს, მისიის ფარგლებში დაგეგმილია შვედი ექსპერტისა და ბიზნეს რეგისტრის თანამშრომელთა ერთობლივი მუშაობა ადმინისტრაციული წყაროებიდან მიღებულ მონაცემთა ბაზებზე, (იგულისხმება რეესტრისა და შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ყოველთვიური მონაცები).

საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3–წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

ბეჭდვა