დედაქალაქის ზოგიერთი უბანი დღეს წყალს შეზღუდვით მიიღებს
დედაქალაქის ზოგიერთი უბანი დღეს წყალს შეზღუდვით მიიღებს
10:20 13.11.2012
გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთი უბანი, დღეს წყალს შეზღუდვით მიიღებს.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, დღეს, 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი, რის გამოც 13 ნოემბრის 11:00 საათიდან 14 ნოემბერის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ზაჰესის, დიდი დიღმის, ’’ქოშიგორის’’, სასოფლოს, ამერიკის საელჩოს დასახლებებს და სოფელ ზურგოვანს.

წყალმომარაგება სეუწყდებათ აგრეთვე აგრარულ უნივერსიტეტს, დიღმის ველზე განლაგებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, საქალაქო სასამართლოს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვაშლიჯვარში - „ფარმაკო ქიმიას“.

ასევე, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუას და ზემო ვეძისის ქუჩებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს ვეძისის დასახლება, ვაჟა-ფშაველას გამზირი თამარაშვილის ქუჩამდე, ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათი ქუჩებს მიმდებარე ქუჩები.

საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები უკვე შეუდგნენ.

ბეჭდვა