განათლების მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის
განათლების მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის
14:30 12.11.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც მე-10-12 კლასის მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვას უკავშირდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტრო მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევებში მოსწავლის გარიცხვის სამართლებრივი ნორმა მათი სკოლიდან განთესვის, სეგრეგაციისა და მანიპულირების ინსტრუმენტია. ამიტომ, საჯარო სკოლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, ფსიქოლოგებსა თუ ექსპერტებს მოუწოდებს ამ პრობლემის გადაჭრათან დაკავშირებით ორი კვირის ვადაში საკუთარი ხედვა წარმოადგინონ.
„სამინისტროს სურს საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება რა მექანიზმები უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ მოსწავლის დისციპლინური პობლემები სკოლაშივე მოგვარდეს და არ მოხდეს პრობლემისადმი გაქცევისა და გადავადებისა ფაქტები.
ვინაიდან რიგ შემთხვევბში სკოლებში დისციპლინის პრობლემა ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი ალტერნატივა ამ კუთხით შესაძლოა ფსიქოლოგიური სამსახურების ფორმირება გახდეს“ - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ბეჭდვა