ნარმანია საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ნარმანია საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
14:17 12.11.2012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი სტუდენტებს რეგიონული განვითარების სტრატეგიასა და საქართველოს თვითმმართველობებში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. ასევე, თვითმმართველობის გაძლიერების თვალსაზრისით სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნო.

დავით ნარმანიამ სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ბეჭდვა