კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მოადგილეებს წარადგენს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მოადგილეებს წარადგენს
11:34 12.11.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დღეს თავის მოადგილეებს სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგეზე ოფიციალურად წარადგენს.

ამის სესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გურამ ოდიშარია მინისტრის თანამდებობაზე ოფიცილურად 25 ოქტომბერს დაინიშნა, საქმიანობას კი 29 ოქტომბერს ერთ მოადგილესთან, ალექსანდრე მარგიშვილთან ერთად შეუდგა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი დღეს კიდევ 3 მოადგილეს წარადგენს.

ბეჭდვა