თბილისის მერია „სატრანსპორტო კომპანიის“ მართვას საქართველოს მთავრობას სთავაზობს
თბილისის მერია „სატრანსპორტო კომპანიის“ მართვას საქართველოს მთავრობას სთავაზობს
10:49 12.11.2012
თბილისის მერია “სატრანსპორტო კომპანიის“ მართვას საქართველოს მთავრობას სთავაზობს.

მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ინიციატივის მიზანია, რომ შეწყდეს ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვა, ქალაქში აღდგეს მოძრაობა და თბილისელებმა შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება.

აღნიშნული ინიციატივა დედაქალაქის მერმა ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიისთვის ინტერვიუს მიცემის დროს გააჟღერა.

თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვა მე-5 დღეა გრძელდება. მძღოლების ძირითად მოთხოვნას შრომის ანაზღაურების გაზრდა წარმოადგენს.

ბეჭდვა