საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მანდატურის ახალი უნიფორმის დიზაინის შექმნასთან დაკავშიირებით კონკურსს აცხადებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსში მინაწილე მოსწავლეებს შეეძლებათ დახატონ მანდატურის ახალი, მათთვის სასურველი უნიფორმის ესკიზი და საკუთარ სკოლებში ან მანდატურის ცენტრალურ ოფისში წარადგინონ.
აღნიშნული ინიციატივით საჯაო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.
კონკურსი 12 ნოემბერს გამოცხადდება და 26 ნოემბრამდე გასტანს. მასში მონაწილეობიის მიღება კი საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს შეეძლება.
