ტელეკომპანია "მაესტროს" მფლობელები მედიაჰოლდინგს ქმნიან. ამის შესახებ მამუკა ღლონტმა და მაკა ასათიანმა „მაესტროს“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„გადაწყდა რომ გაკეთდეს ჰოლდინგი რომელსაც ექნება ორი რადიო და ორი ტელევიზია. ტელეკომპანია „მაესტრო“, რომელიც საინფორმაციო ხასიათისაა არსებულ ფორმატს შეინარჩუნებს და არხზე საინფორმაციო გმოშვებები კვლავ საათში ერთხელ გავა, იგივე ფორმატით იმუშავებს რადიო„მაესტროც“ - განაცხადა ღლონტმა.
ახალი რადიო კი „ვინილის რადიოს“ სახელწოდებით გავა ეთეში და მისი მთავარი მიზანი ქართული შოუბიზნესის აღორძინება იქნება“-განაცხადა ღლონტმა.
ახალი რადიო და ტელევიზია მაუწყებლობას თებერვლის თვიდან დაიწყებს.
