აჭარის მაღალმთიან რაიონებში დიდთოვლობის გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.
როგორც "ნიუსპრესს" ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გივი ქედელიძემ განუცხადა, ხულოში ინტენსიური თოვა შეწყდა და სწავლაც ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
დიდთოვლობის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერებული იყო.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში თოვლის სახით ნალექი12 მარტამდე გაგრძელდება.
