ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლივიო ძერბინის, გელა გამყრელიძის და თემურ თოდუას წიგნის „რომაელები ოქროს საწმისის ქვეყანაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
„რომაელები ოქროს საწმისის ქვეყანაში“ იტალიურ ენაზეა დაწერილი და საქართველო-რომის იმპერიის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობათა პერიპეტიებს ეძღვნება. წიგნში განხილულია რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში. ნაშრომში აგრეთვე აღნიშნულია „რომანიზაციის“ პროცესები საქართველოში.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, საელჩოს წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.
