თსუ-ში ვახტანგ ბააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
თსუ-ში ვახტანგ ბააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
16:24 08.11.2012
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ხვალ ვახტანგ ბააკაშვილის წიგნის - „ეზოპეს“ პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, წიგნი დიდი ბერძენი მწერლის, იგავ-არაკული ჟანრის ფუძემდებლის ეზოპეს ცხოვრებას ასახავს.

წიგნი გამომცემლობა „პეგასში“ დაიბეჭდა.

პრეზენტაცია ხვალ 17საათზე გაიმართება.

ბეჭდვა