საგურამოში ილია ჭავჭავაძის 175 წლის იუბილე აღინიშნა
საგურამოში ილია ჭავჭავაძის 175 წლის იუბილე აღინიშნა
16:08 08.11.2012
საგურამოში დღეს ილია ჭავჭავაძის 175 წლის იუბილე აღნიშნეს.

ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II და საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრნენ.

„ისევ ვიღწვით, რომ ილიას დიდი ოცნება რეალობად ვაქციოთ. ილიას ოცნება იყო რომ საქართველო ყოფილიყო ღირსეული წევრი თანამედროვე განვითარებული პროგრესული კაცობრიობისა. მან იცოდა, რომ თავისუფალ ადამიანს შეეძლო თავისუფალი სახელმწიფო ჩამოეყალიბებინა და ყველაფერ ამაზე დღეს სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ გვიწევს დიდი აქცენეტების გაკეთება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ეს, რაც იქნება დიდი პატივი, რომ რეალურად ავასრულოთ დიდი ილიას ოცნება. ჩვენ უნდა ავაშენოთ რეალურად ღირსეული ქვეყანა და თუ გნებავთ, ეს დღევანდელი ქართული ოცნებაც გახლავთ” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ილიაობის დღესასწაულზე.

ბეჭდვა