„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წლის ბოლომდე 50 ახალი ტუმბო-აგრეგატის ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წლის ბოლომდე 50 ახალი ტუმბო-აგრეგატის ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს
14:01 08.11.2012
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში,კომპლექსური ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას აგრძელებს.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს 15-დან 31 ოქტომბერის ჩათვლით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ რეკონსტრუქცია ჩაუტარა და უახლესი ტიპის ავტომატური მართვის წნევის გამაძლიერებელი ტუმბო-აგრეგატებით გადააიარაღა 23 მცირე სატუმბო სადგური.

ახალი დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებით, შესაძლებელი გახდა თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრები 4246 აბონენტისთვის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდოს შედეგად, ოქტომბერის თვიდან სასმელი წყლის მიწოდებაზე დაწესებული გრაფიკი, 5505 აბონენტს მოეხსნა,სექტემბერში კი,ანალოგიური ტექნიკური ღონისძიებების განხორციელების შედეგად, გარფიკი გაუუქმდა 5330 აბონენტს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიმდინარე წლის ბოლომდე,საერთო ჯამში, უახლესი ტიპის ევროპული წარმოების 50 ტუმბო-აგრეგატს დაამონტაჟებს, რომელთა მეშვეობით წნევა, წყლის მოხმარების ცვალებადობის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში დარეგულირდება.

ბეჭდვა