„საზოგადოებრივ მაუწყებელში “ შემოსავლების სამსახურის შესვლა, არხის მაღალ რისკფაქტორთა ჯგუფში მოხვედრით გახდა აუცილებელი“
- ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათი ინფორმაციით, შესამოწმებელი ობიექტების შერჩევა სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშევეობით ხდება.
„შესამოწმებელი ობიექტები შეირჩევა სპეციალური ელ. პროგრამის საფუძველზე - რისკფაქტორებზე დაყრდნობით, რომელიც შემდეგ აისახება შესამოწმებელ გეგმაში. დარგობრივი შემოწმების საფუძველზე „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ასევე შპს „ქეი-1“მაღალი რისკფაქტორების ჯგუფში მოხვდა. ამავე ჯგუფში მოხვდნენ გადასახადის სხვა გადამხდელებიც, რომელთა შემოწმებაც ასევე უახლოეს პერიოდში იგეგმება“- ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებითვე, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების განმავლობაში განკარგავს საჯარო ფინანსებს რომელსაც იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამიტომ სწორედ ფინანსთა სამინისტროს შემსაბამისი სამსახურების ვალდებულებაა დაადგინოს რამდენად მიზანმიმართულად იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ხმარდება თუ არა ის მაუწყებლის განვითარებას და საზოგადოების ინტერესებს.
