ნაქერალას უღელტეხილზე გადაადგილება შეზღუდულია
ნაქერალას უღელტეხილზე გადაადგილება შეზღუდულია
10:30 07.03.2012
დიდთოვლობის გამო ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ სპეციალური რეჟიმით ხორციელდება.

როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები.

რაც შეეხება ქვეყნის სხვა გზებს, ცენტრალური მაგისტრალები თავისუფალია და ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები არ არის დაწესებული.


ბეჭდვა