„ლიბერთი ბანკი“ და „მაგთი“ მომხმარებელს ერთობლივ სიახლეს სთავაზობს
„ლიბერთი ბანკი“ და „მაგთი“ მომხმარებელს ერთობლივ სიახლეს სთავაზობს
12:30 08.11.2012

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი" მომხმარებელს ერთობლივ სიახლეს სთავაზობს.

დღეიდან „ლიბერთი ბანკის“ და „მაგთიკომის“ აბონენტებს ნებისმიერი ტიპის ტელეფონიდან შესაძლებლობა აქვთ მართონ საკუთარი S მარტივი ანგარიში, SmartPay სერვისის საშუალებით.

„SmartPay“ მენიუს დახმარებით შესაძლებელია როგორც საკუთარი, ისე „მაგთის“ სხვა აბონენტის ბალანსის შევსება, S მარტივი კალათის დავალიანების გადახდა, შეამოწმონ Sმარტივი ბალანსი, გადარიცხონ თანხა საკუთარი Sმარტივიდან სხვა Sმარტივზე და გადაიტანონ თანხა Sმარტივიდან მასზე მიბმულ „eMoney“ საფულეზე და პირიქით.

S მარტივი ანგარიშის შევსება შესაძლებელია სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან, „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერი ფილიალიდან VISA და MasterCard ბარათებიდან. Sმარტივი ანგარიშის გადაბმა შესაძლებელია პირველ ქართულ ელექტრონულ საფულესთან „eMoney“ და საერთაშორისო ელექტრონულ საფულესთან „WebMoney“.

ბეჭდვა