თბილისში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ
თბილისში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ
10:36 08.11.2012
თბილისში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს.

გაფიცულებს 17-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული და მის დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

მძღოლების ძირითადი მოთხოვნა შრომის პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მომატებაა.

როგორც მძღოლები აცხადებენ, გაფიცვა გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებს და იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ბეჭდვა