გლდანი-ნაძალადევის რაიონის ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება
გლდანი-ნაძალადევის რაიონის ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება
10:34 08.11.2012
გლდანის რაიონში მიწისქვეშა საშუალო წნევის გაზსადენის გადალაგებასთან დაკავშირებით, დღეს დილის 10.00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ავჭალის, ყაზბეგის, ჭიჭინაძის, კეცხოველის ქუჩების კერძო სექტორის ნაწილს, ასევე თავისუფლების ქუჩის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საკვების ობიქეტბს.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით გაზმომარაგების აღდგენა დღესვე 14.00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს აბონენტებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ.

ბეჭდვა