უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენა ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დღეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი პარლამენტის წევრებს უმასპინძლებენ.
ისინი პარლამენტარებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად განაცხადის ელექტრონულად წარდგენის პროცედურებს გააცნობენ.
კანონი "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" ძალაში 2012 წლის 1 მარტიდან შევიდა.
