ეროვნულმა არქივმა ბალეტმეისტერ ალექსი ჭიჭინაძის კოლექცია შეიძინა
12:21 07.11.2012
საქართველოს იუსრიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კერძო პირისგან ქართველი ბალეტის მსახიობისა და ბალეტმეისტერის ალექსი ჭიჭინაძის კოლექცია შეიძინა. კოლექცია 1932-1967 წლებში გადაღებულ ფოტონეგატივებს აერთიანებს.
მასალაში თავმოყრილია XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საბალეტო ცხოვრების ამსახველი ექსპონატები. კოლექციაში ასევე დაცულია რამდენიმე ფერადი კადრი ფილმიდან „ქართული ბალეტის ოსტატები“.
დღეიდან კოლექცია ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში იქნება დაცული.