თბილისში არსებულ რამდენიმე ობიექტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისში არსებულ რამდენიმე ობიექტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება
10:26 07.11.2012
თბილისში არსებულ რამდენიმე ობიექტს დღეს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ნიუსპრესს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიწისქვეშა საშუალო წნევის ავარიული გაზსადენის აღდგენასთან დაკავშირებით, დილის 10:00 სთ-დან გაზმომარაგება შეუწყდება თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალს, ძველი თბილისის რაიონის პოლიციის განყოფილებას და #46-ე საჯარო სკოლას.

ამავე პერიოდში გაზს ვერ მიიღებს ოპერისა და ბალეტის შენობა, ბროსეს ქუჩაზე #2- ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული საკვებისა და სამრეწველო ობიექტები.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აბონენტებს მოუწოდებს გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.

ობიექტებს გაზმომარაგება 16:00 საათიდან, ეტპობრივად აღუდგებათ.

ბეჭდვა