ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ თამაზ ბაძაღუას ლექსების პრეზენტაცია გაიმართება.
კრებული სახელწოდებით „100 ლექსი“, გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.
პრეზენტაცია 17 საათზე გაიმართება.
როგრც „ნიუსპრესს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, თსუ-ს ბიბლიოთეკასთან ფუნქციონირებას იწყებს კლუბი „93-ე აუდიტორია“, რომლის მიზანსაც მივიწყებული ტრადიციის აღდგენა _ უნივერსიტეტელი მწერლების, პოეტების, ლიტერატორების შემოქმედებითი საღამოების გამართვა და თაობებს შორის დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენს.
