გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
17:17 06.11.2012
ხვალ გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ნიუსპრესს“ „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა ქვესადგურებზე „მუხიანი“და „გლდანი-220“-ზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობითაა გამოწვეული.
ქვესადგურ „მუხიანის“ სარემონტო საუმუშაოების გამო შეზღუდვა შეეხება თემქის III მიკრორაიონის V კვარტლის, XI მიკრორაიონის III კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქვესადგურ„გლდანი-220„-ზე მრიცხველების გამოტანის გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება გლდანის I, VII, VIII მიკრორაიონებსა და ხიზანიშვილის ქუჩას.

„თელასის“ ცნობით, აბონენტებს ელექტრომომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

ბეჭდვა