პარტია „საქართველოს გზა“ თბილისის მერს გიგი უგულავას „გუდაურის განვითარების ფონდის“ ფინანსური რესურსების გაცნობის თხოვნით მიმართავს.
„მოგმართავთ თხოვნით, გვაცნობოთ დღეის მდგომარეობით რა ფინანსური და არაფინანსური ქონების მფლობელია ”გუდაურის განვითარების ფონდი”, რა წყაროებიდან ხდება მისი დაფინანსება, როდის ამოეწურება მას უფლებამოსილება და აგრეთვე მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმ ღონისძიებების და პროექტების შესახებ, რომელიც დღემდე ფონდის მიერაა განხორციელებული შესაბამისი ფინანსური ანგარიშით“- ნათქვამია პარტიის მთავარი კომიტეტის წევრის მამუკა ბალიაშვილის განცხადებაში.
ბალიაშვილის თქმითვე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის თბილისის მერიის მართვაში გადაცემის შემდეგ , შეიქმნა სსიპ ”გუდაურის განვითარების ფონდი”, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
