საავარიო–სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბრის  11:00 საათიდან  7 ნოემბრის 06:00 საათამდე წყალმომარაგება  ლიუბლიანას ქუჩის ბოლო  ნაწილს,  „დიღომი  7“-ს, „დიღომი 8“-ს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დაწესებულებებს და აშშ-ის საელჩოს შენობას შეუწყდება.  
წყალი არ მიეწოდებათ აგრეთვე თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე II-ის, ყავლაშვილისა  და  მათ  მიმდებარე  ქუჩებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყლის მიწოდება შეფერხდება აგრეთვე
ვაჟა-ფშაველას  კვარტლებში, ნუცუბიძის ქუჩასა და ფერდობებზე, ბაგებში, ვაკის ზედა დასახლებაში, მთაწმინდა-კრწანისის  რაიონში, კოჯორში, კიკეთში, წყნეთში,  წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში.
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, კომპანია შეეცდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება მაქსიმალურად  მოკლე დროში დაასრულოს. 
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       