თბილისის ნაწილს წყალი შეუწყდება
თბილისის ნაწილს წყალი შეუწყდება
10:02 07.03.2012
თბილისის ნაწილს დღეს წყლის მიწოდება შეუწყდება.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, თემქის დასახლების IV მ/რაიონში, მე-3 წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 11:00-დან წყალმომარაგება სანზონას, ცოტნე დადიანის გამზირის დასაწყისს, გუდამაყრის, ბუაჩიძის ქუჩებს შეუწყდებათ.

შეზღუდვა ჩარგლის, ზიგზაგის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, იმერეთის, ზედაზნის, ზაზიშვილის, გედევანიშვილის, ჩიტაიას, ჩიქობავას, ბუხაიძისა და მათ მიმდებარე ქუჩებსაც ეხება.

წყალი შეუწყდება ასევე კუკიის დასახლებას, ლოტკინის ქვედა ნაწილს, ავლაბრის ნაწილს, ელიას დასახლებას და პირველ სამშობიარო სახლს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, წყლის მიწოდება 24:00 საათიდან განახლდება.

ბეჭდვა