კოლეჯ „პროფესიონალის“კურსდამთავრებულები სასურსათო პროდუქტების უვნებლობის საკითხებზე პრეზენტაციებს გამართავენ
კოლეჯ „პროფესიონალის“კურსდამთავრებულები სასურსათო პროდუქტების უვნებლობის საკითხებზე პრეზენტაციებს გამართავენ
15:40 26.10.2012
კოლეჯ „პროფესიონალის“ სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალობის“ კურსდამთავრებულები ხვალ მეტროსადგურ „ახმეტელის“ წინ სასურსათო პროდუქტების უვნებლობის საკითხებზე პრეზენტაციებს გამართავენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „სპექტრიდან“ აცნობეს, პრეზენტაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროექტის - „აქტიური მომხმარებელი საკუთარი უფლებების დასაცავად“ ფარგლებში ტარდება.

პროექტის მიზანი, როგორც მომხმარებლის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ბაზრის კონტროლის გამკაცრების გზით სასურსათო პროდუქტების უვნებლობის მიმართულებით მომხმარებელთა უფლებების დაცულობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოა“.

ბეჭდვა