კოჯორსა და კიკეთში პრესის სტაციონარული სტენდები დაიდგა
კოჯორსა და კიკეთში პრესის სტაციონარული სტენდები დაიდგა
11:26 26.10.2012
კოჯრისა და კიკეთის მოსახლეობას ჟურნალ-გაზეთების შეძენა უკვე შეუფერხებლად შეუძლია. როგორც „ნიუსპრესს“ თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციიდან აცნობეს, კოჯორსა და კიკეთში პრესის სტაციონარული სტენდები დაიდგა.

თავისუფალი პრესის ხელმისაწვდომობის პროექტი საქართველოს რეგიონებისთვის ორგანიზაციამ ივნისის ბოლოდან აამოქმედა. პრესის რეალიზაციის სტენდი-ველოსიპედები, სტენდი-ურიკები და სტაცინარული სტენდები აჭარაში, რაჭაში, ბორჯომსა და ბაკურიანში, ასევე, თერჯოლაში შევიდა.

ადმინისტრაციული ცენტრების გარდა, დღეისთვის, თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის პრესის რეალიზატორები მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევშიც მუშაობენ.

პირველი პროექტი „თავისუფალი პრესის ხელმისაწვდომობა თბილისის მოსახლეობისთვის“ თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ გასული წლის დეკემბრის ბოლოს აამოქმედა.

ბეჭდვა