თბილისის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ ინფორმაციით, ინდივიდუალური გამრიცხველიანების  
გამო, წყალი 20:00 საათამდე ვაზისუბნის  დასახლების III მ/რაიონის II კვარტლის მე-15 კორპუსს, ბაბისხევის ქუჩის მე-10, მე-12, მე-14 და მე-16 კორპუსებს, ყვარლის ქუჩა N 109-ს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალმომარაგება მოსკოვის გამზირის V კვარტლის მე-7 კორპუსს და ლილოს დასახლების მე-10, მე-11 და მე-12 კორპუსებს შეეზღუდება.
შეზღუდვა ასევე, გლდანის V მ/რაიონის I  კვარტალს, გლდანის  III  და VIII მ/რაიონებს, გლდანულას დასახლებას, თემქის III მ/რაიონის V კვარტალს და ჩოლოყაშვილის ქუჩის II კვარტალს შეეხება.
20:00 საათამდე წყალმომარაგება ასევე, დიღმის მასივის I კვარტლის მე-13 და მე-14 კორპუსებს შეუწყდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       