დღეს „თბილისი Newcomers 2012“-ის ლაივ შოუ გაიმართება
დღეს „თბილისი Newcomers 2012“-ის ლაივ შოუ გაიმართება
08:54 26.10.2012
ყოველწლიური მუსიკალური პროექტი „თბილისი Newcomers“ დღეს რკინის დარბაზში (რკინიგზელთა სასახლე) ჩატარდება.

როგორც თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პროექტში მონაწილეობას 10 ახალბედა მუსიკალური ჯგუფი მიიღებს. „თბილისი Newcomers“ სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის მუსიკოსებს აერთიანებს.

პროექტის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული ჯგუფებიდან ლაივ შოუქეისზე მოსასმენად 20 ბენდი შეირჩა, 19 არტისტი კი, ალთერვიჟენ ჯგუფის პროდიუსერებმა - არჩილ გულედანმა, ბექა ჯაფარიძემ, ვახო ბაბუნაშვილმა აარჩიეს. ერთი ჯგუფი ხალხის რჩეული სოციალურ ქსელებში ე.წ. like-ბის საშუალებით გახდა.

ყოველწლიური მუსიკალური პროექტი, „თბილისი Newcomers“ პირველად 2009 წელს ჩატარდა. ოთხი წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობის სურვილი 300-ზე მეტმა მუსიკოსმა გამოთქვა.

ბეჭდვა