თბილისის მერიის შენობასთან სოციალურად დაუცველთა აქცია გრძელდება. ისინი საცხოვრებელი ფართების გამოყოფის მოთხოვნით, მერიასთან შეიკრიბნენ და თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ. 
მას შემდეგ, რაც  მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აქციის რამდენიმე მონაწილემ მერიაში მამუკა ქაცარავას კაბინეტის კარის ძალით შემტვრევა სცადა, რის შედეგადაც კარი დაზიანდა. 
 შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რადგან ერთ-ერთი ქალბტაონი შეუძლოდ გახდა. მისი მტკიცებით, იგი მერიის დაცვამ სცემა. ამ დროისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება კვლავ მერიასთან რჩება, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილე მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან მამუკა ქაცარავასთან შეხვედრაზე იმყოფება.
სოციალურად დაუცველთა აქციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საკრებულოს წევრი მაკა გვარამია მივიდა და აქციის მონაწილეებთან ერთად მამუკა ქაცარავასთან შეხვედრაზე შევიდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       