თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება
19:33 06.03.2012
ჩუღურეთის, საბურთალოსა და გლდანის რაიონების ნაწილს ხვალ ენერგომომარაგება შეეზღუდება.

როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ 10:00-დან 16:00 საათამდე შუქი აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, უზნაძის, მარჯანიშვილისა და მის მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

ენერგომომარაგება 10:00-დან 17:00 საათამდე საბურთალოზე - საირმის გორას, ბურძგლას და მის მიმდებარე ქუჩებზეც შეიზღუდება. 16:00 საათამდე კი - ელექტროენერგიის მიწოდება გლდანის მასივის III და V მიკრორაიონის ნაწილსაც შეუწყდება.






ბეჭდვა