სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს სტატუსი შეეცვალათ
სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს სტატუსი შეეცვალათ
19:20 06.03.2012
საქართველოს სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს სტატუსი შეეცვალათ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტატუსი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, შოთა რუსთველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეცვლება.

სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის ნაცვლად არასამეწარმეო -არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებებში 20 მარტამდე რეორგანიზაცია მიმდინარეობს. რეორგანიზაციის პერიოდში სასწავლებლებს რექტორის მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ.

ბეჭდვა