„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ სასამართლოს ელექტრონული რესურსების მონიტორინგის შედეგებს წარადგენს
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ სასამართლოს ელექტრონული რესურსების მონიტორინგის შედეგებს წარადგენს
19:08 24.10.2012
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ხვალ სასამართლო სისტემის ელექტრონული რესურსების მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს.

როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, მონიტორინგი სასამართლო სისტემაში შემავალ 16 ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდს ჩაუტარდა. შეფასდა მათი ინფორმაციული გამჭვირვალობა და ტექნიკური გამართულობის ხარისხი.

მონიტორინგი პროექტის „საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ ფარგლებში განხორციელდა.

ხვალინდელ შეხვედრაზე წარდგენილი იქნება პროექტის დეტალური ანგარიში, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციები.

პრეზენტაციას სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ბეჭდვა