დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 16 საათამდე
აეროდრომის დასახლებას, ჯავახეთის, წულუკიძის, კალოუბნის და მიმდებარე ქუჩებს, ვარკეთილის მასივის I, III, IV, X კვარტლებს, ვარკეთილის მასივის X კვარტლის სამხედრო დასახლებას, შუამთისა და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 16 საათამდე ასევე, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, მოსაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 10-დან 17 საათამდე ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I და II კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას II კვარტალს, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს შეუწყდება.
10-დან 18 საათამდე ელექტროენერგია ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტალს, ყვარლის, ტვიშის, მესხეთისა და მიმდებარე ქუჩებს, ლოტკინის სანერგე მეურნეობას, კამალოვის, ლოტკინის, გულრიფშის, საჭილაოს, გომბორის, სააკაძის, ლიკანის, სამღერეთის, წერონისისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 11-დან 17 საათამდე გლდანის I მიკრორაიონს, ფორე მოსულიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს, გორგასლის, ჟანი კალანდაძის, ალექსანდრე დიუმას, პუშკინის, ვერცხლისა და მიმდებარე ქუჩებს, ვაშლიჯვრის დასახლებას შეეხება.
შუქი 11-დან 18 საათამდე ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებს, ასევე, სოფელ წავკისის ნაწილს გაეთიშება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       