"მე-9 არხისთვის" ლიცენზის მინიჭების თაობაზე აუქციონი 16 მარტს ჩატარდება
"მე-9 არხისთვის" ლიცენზის მინიჭების თაობაზე აუქციონი 16 მარტს ჩატარდება
18:33 06.03.2012
"მე-9 არხისათვის" რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მინიჭების თაობაზე აუქციონი 16 მარტს ჩატარდება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 16 მარტის 16:00 საათი სააუქციონო სხდომის თარიღად განისაზღვრა.

კომუნიკაციების კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2011 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" სათაო სადგურამდე; მობლური სადგურიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიამდე რადიოსარელეო კავშირისთვის ლიცენზია შპს "იგრიკა"-მ (მე-9 არხმა) მოითხოვა.

ლიცენზიის საწყისი ღირებულება 8 720 ლარია. აუქციონზე ერთი ბიჯის ფასი კი, 436 ლარს შეადგენს.


ბეჭდვა