პოლონეთის ტერიტორიაზე, თავშესაფარში იძულებით მოთავსებული ქართველები დახმარებას ითხოვენ. საქართველოს 30-მდე მოქალაქე, რომელთა უმრავლესობაც
საზღვრის უკანონოდ დარღვევის გამო დააკავეს, ამჟამად ბელასტოკთან მდებარე სამხედრო ბაზის სიახლოვეს იმყოფება.
დაკავებულებს შორის რამდენიმე ქალი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ისინი პოლონეთის თავშესაფარში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაიყვანეს.
სატელეფონო ინტერვიუს დროს დაკავებულები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ, თუმცა, პოლონეთში საქართველოს წარმომადგენლობისთვის დახმარების თხოვნით ჯერ არ მიუმართავთ.
