მგზავრებს საჯარიმო ქვითარს ელექტრონული ფორმითაც გამოუწერენ
მგზავრებს საჯარიმო ქვითარს ელექტრონული ფორმითაც გამოუწერენ
18:02 06.03.2012
მუნიციპალური ტრანსპორტის უბილეთო მგზავრებს საჯარიმო ქვითარს ელექტრონული ფორმითაც გამოუწერენ. აღნიშნულის თაობაზე ცვლილება "ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსში" შევა.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, საჯარიმო ქვითარი კალმით ან ელექტრონული ფორმით უნდა გამოიწეროს. აქამდე, ქვითრის გამოწერის მექანიზმი კანონით არ რეგულირდებოდა.
ის პირები დაჯარიმდებიან, რომლებიც ავტობუსით ან მიკროავტობუსით უბილეთოდ მგზავრობენ და ათიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვები უბილეთოდ გადაჰყავთ.
კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ჯერ არ დაწყებულა.

ბეჭდვა